საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით უცხოელი ოფიციალური პირების ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების შინაარსსა და ტონს შემაშფოთებლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით უცხოელი ოფიციალური პირების ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების შინაარსსა და ტონს შემაშფოთებლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მსგავსი რიტორიკა სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევის საფრთხეს ქმნის. პირველი კანონმდებლის შეფასებით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, შესაბამისად, აღნიშნული უფლების განხორციელების გამო ევრობიუროკრატების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთება დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია















