გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. დღეის მდგომარეობით, რაჭაში 2400 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავალი 1300-მდე მევენახემ დააბინავა, მათმა შემოსავალმა კი 19 მილიონ ლარს მიაღწია. ყურძნის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩართული იყო 35 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, სახელმწიფო საწარმო. რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და ყურძნის დაბინავების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭაში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.












