ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი გრძელდება
ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი გრძელდება. განხილვა 5 საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვა. გარდა ამისა, რევაზ ნადარაიამ ხატია დეკანოიძეს რამდენჯერმე მოუწოდა წესრიგის დაცვისკენ, თუმცა არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად, დეკანოიძე სხდომის დარბაზიდან გააძევა.













