პოლიტიკურ სისტემას ჯანსაღი და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია სჭირდება - ასე ხსნის პრემიერ მინისტრი 5 ოპოზიციური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს

პოლიტიკურ სისტემას ჯანსაღი და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია სჭირდება - ასე ხსნის პრემიერ მინისტრი 5 ოპოზიციური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სუსტი ოპოზიციის არსებობა ხელისუფლებისთვის შესაძლოა მომგებიანი იყოს, ეს ქვეყნის დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის კარგი არ არის. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი.












