ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ზამთრის სეზონის განმავლობაში საქართველოს მთის კურორტების გამართული ფუნქციონირების მიზნით საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ზამთრის სეზონის განმავლობაში საქართველოს მთის კურორტების გამართული ფუნქციონირების მიზნით საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შესაბამისი სამსახურების კოორდინირებულ მუშაობაზე, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებაზე, სატრანსპორტო საკითხებსა და მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. ხაზი გაესვა უწყებებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობების სათანადოდ განაწილების მნიშვნელობას, რათა ზამთრის სეზონის განმავლობაში შესაძლო გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება იყოს უზრუნველყოფილი.












