უმაღლესი საპოლიციო განათლება სრული სახელმწიფო დაფინანსებით
უმაღლესი საპოლიციო განათლება სრული სახელმწიფო დაფინანსებით - პოლიციის აკადემია აბიტურიენტებს სრულიად ახალ, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს. ქვეყანაში პირველად ინერგება სამწლიანი სასწავლო კურსი, რომელიც მომავალ სამართალდამცველებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის მიმართულებით როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას უზრუნველყოფს. სტუდენტების პირველ ნაკადს სასწავლებელი 2027 წლის სექტემბერში მიიღებს, მანამდე კი მსურველებს ეროვნულ გამოცდებამდე აკადემიის შიდა შესარჩევი კონკურსის დაძლევა მოუწევთ.
















