საფრანგეთის გარდა არეულობა და საპროტესტო აქციებია იტალიის ქალაქებში, ასევე ალბანეთში და პორტუგალიაში
საფრანგეთის გარდა არეულობა და საპროტესტო აქციებია იტალიის ქალაქებში, ასევე ალბანეთში და პორტუგალიაში. აქციის მონაწილეები მილანში საცხოვრებელი ხარჯების ზრდას აპროტესტებენ, პარალელურად ადგილი აქვს ვანდალიზმს და მაროდიორობას. პროტესტის ახალი კერები გაჩნდა ნეაპოლსა და პალერმოში. დისტრიბუციის მძღოლები საწვავის გაზრდილი ფასის გამო გაიფიცნენ. ადგილზე კი უკვე პროდუქტის დეფიციტია. შეტაკებები გრძელდება ალბანეთში. არეულობაა ლისაბონსა და პორტუშიც.















