მორიგი ღია კონფლიქტი და მწვავე უთანხმოება „ნაციონალური მოძრაობაში“
მორიგი ღია კონფლიქტი და მწვავე უთანხმოება „ნაციონალური მოძრაობაში“. მიხეილ სააკაშვილის მიერ გასაჯაროებულმა დეტალებმა, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ კონსულტაციებსა და უცხოელი მრჩევლების რეკომენდაციებს ეხება, თინა ბოკუჩავასთან საჯარო პოლემიკა გამოიწვია. სააკაშვილის განცხადებებს თანაგუნდელების ნაწილი სიცრუედ აფასებს, ნაწილი კი მის უპირობო ლიდერობას იცავს. მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ოპოზიციური სპექტრის ღრმა პოლიტიკურ კრიზისად და გარე ძალებზე დამოკიდებულების პირდაპირ მტკიცებულებად განიხილავენ.















