ესპანეთის აღმოსავლეთში წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთის აღმოსავლეთში წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის გამო 2 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მოსახლეობის ნაწილი კი გააფრთხილეს სახლებში დარჩნენ. ძლიერმა წვიმამ ალიკანტესა და ვალენსიაში მდინარეების ადიდება და დასახლებების დატბორვა გამოიწვია. მაშველებმა მოქალაქეების ნაწილის გამოსაყვანად ვერტმფრენებიც გამოიყენეს. სინოპტიკოსების ცნობით, სტიქია კატალონიისკენ გადაადგილდება და თანდათან სუსტდება.















