საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს შიდა პოლიტიკურ და სამართლებრივ საქმეებში ერევა
საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს შიდა პოლიტიკურ და სამართლებრივ საქმეებში ერევა. როგორც დიპლომატიური უწყება განმარტავს, საქმის განხილვამდე, სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება საკონსტიტუციო ინსტიტუტზე ზეწოლაა. ბრიუსელის მხრიდან, ქართველი მოსამართლეების დაშინებაზე, დიდი ხანია ლაპარაკობენ მმართველ გუნდში. მეტიც ფიქრობენ, რომ რეაგირება უნდა მოჰყვეს, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რომ ყურადღებით აკვირდებიან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს. სახელისუფლებო პარტიაში ხაზგასმით ამბობენ, რომ სასამართლოში კონკრეტული მტკიცებულებებითა და არგუმენტებით მიდიან, პროცესი კი პირდაპირ ეთერში გადაიცემა















