უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ტელეფონით ელაპარაკა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ტელეფონით ელაპარაკა. ზელენსკის ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება, რუსული თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემა და „სტარლინკის“ სერვისების აღდგენა განიხილეს. ისინი ინფორმაციის გაცვლის მიზნით კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.















