სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის, მოქალაქე ემზარ გიგაურს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის, მოქალაქე ემზარ გიგაურს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევს 3 წლის ვადით იარაღის ტარების უფლებაც აეკრძალა. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა მოქალაქე ლევან ახალიას საქმეზე, რომელმაც ასევე სოციალურ ქსელში გამოიყენა სიძულვილის ენა. მან აღიარა და მოინანია ჩადენილი, რის გამოც მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.















