საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. პროექტმა პირველი ადგილი დაიკავა ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“. კონკურსზე 72 განაცხადი იყო წარდგენილი. ცერემონია საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში ევროპის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ. „მზისკარი“ საოჯახო გასტრონომიული მასპინძლობის ქსელია, რომელიც სტუმრებს რეგიონულ ტრადიციებზე დაფუძნებულ კულინარიულ გამოცდილებას, აგრო აქტივობებსა და გასტრონომიულ მასტერკლასებს სთავაზობს.












