ესპანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ეროვნული პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ესპანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ეროვნული პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პოლიციის გენერალურმა დირექტორმა, ფრანცისკო პადრო პიკერასმა, საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობისთვის „თეთრი ჯვრით“ დააჯილდოვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - დავით კიკნაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - სოფიო იმერლიშვილი და ირაკლი დონდოლაძე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. „თეთრი ჯვრის“ ჯილდო მიენიჭა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, რონი მესხს, ორმხრივი საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.












