გერმანიის საგამოძიებო უწყების ვერსიით, მიუნხენში თავდაცვით საწარმოებზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო იყო
გერმანიის საგამოძიებო უწყების ვერსიით, მიუნხენში თავდაცვით საწარმოებზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო იყო. ამის შესახებ გერმანული მედია წერს. ინციდენტი მიუნხენში 3 სექტემბრის ღამეს მოხდა. თავდაცვით სფეროში მომუშავე მსხვილი კომპანიების სათავო ოფისებთან მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლგამჩენი მოწყობილობები ისროლეს, თუმცა ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა. ისინი ბულგარეთის მოქალაქეობის მქონე 28 წლის ქალი და 38 წლის მამაკაცი არიან. გამოძიების ვერსიით, დაკავებულები რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სამმართველომ გადაიბირა




















