საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
რამაზ სვანაძე - ვილი სანიოლის ნაცვლად. ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლამდე ქართველი სპეციალისტი უხელმძღვანელებს. საქართველოს ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სვანაძე, ფრანგ, ვილი სანიოლს შეცვლის. ის აქამდე 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე 2-ჯერ ათამაშა. რაც შეეხება ფრანგი სპეციალისტს, ის ეროვნულ გუნდს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. სანიოლის ეპოქაში ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, როდესაც 2024 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშეს და ჯგუფური ეტაპის დაძლევით ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდნენ. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 57 მატჩი ჩაატარა




















