სახალხო დღესასწაული „მარნეულობა 2026“ აღნიშნეს
სახალხო დღესასწაული „მარნეულობა 2026“ აღნიშნეს. ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში, მოეწყო თემატური ინსტალაციები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საწნახელში ყურძნის დაწურვის, პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები. ასევე წარმოდგენილი იყო ეთნო-კულინარია, საბავშვო-გასართობი სივრცე, ანიმატორების შოუ, ფოტო და ეთნოგრაფიული სივრცეები. გაიმართა სპორტული აქტივობებიც. ღონისძიებები კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა




















