ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეხვედრა გამართა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მზარდ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მაკა ბოჭორიშვილმა, გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია




















