ბათუმში, სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი - „ბათუმი ოუფენ 2026“ მიმდინარეობს
ბათუმში, სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი - „ბათუმი ოუფენ 2026“ მიმდინარეობს. შეჯიბრებაში 7 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. გუნდურ ჩათვლაში, მედლების რაოდენობით, საქართველოს ნაკრები პირველ ადგილს იკავებს. დღეს ტურნირზე უფროსი ასაკის კარატისტები გამოდიან, ხვალ კი „ბათუმი ოუფენი“ უმცროსი ასაკის სპორტსმენების ასპარეზობით დასრულდება. ამ შეჯიბრებაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები დაკომპლექტდება.

















