თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს
თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ოპერაცია თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა. ბრალდებულმა 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

















