სერბეთში აფრიკული ღორის ცხელება გავრცელდა
სერბეთში აფრიკული ღორის ცხელება გავრცელდა, რის გამოც სოფელ რტკოვცის ფერმაში ღორების დახოცვა დაიწყეს. 11 000 ღორის დახოცვას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება. ქვეყანაში ამჟამად აფრიკული ჭირის აფეთქება რამდენიმე რაიონში ფიქსირდება. ბოლო 2 თვის განმავლობაში ათასობით ღორი უკვე დახოცეს დასავლეთ მაჩვას რეგიონში, რომელიც ბოსნიასა და ხორვატიას ესაზღვრება. აფრიკული ღორის ცხელება არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანებისთვის, მაგრამ ის სწრაფად ვრცელდება შინაურ და გარეულ ღორებში.

















