გაერთიანებული სამეფო პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა
გაერთიანებული სამეფო პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს კირ სტარმერს, თანაპარტიელები გადადგომისკენ მოუწოდებენ. თანამდებობის დატოვება სტარმერს ლეიბორისტული პარტიის უკვე 78- მა დეპუტატმა მოსთხოვა. პრემიერს პოსტიდან წასვლის გრაფიკის დაგეგმვისკენ შინაგან საქმეთა მინისტრმაც მოუწოდა. სტარმერის პრემიერობით მზარდი უკმაყოფილება გაერთიანებულ სამეფოში გამართულ ადგილობრივ და რეგიონალურ არჩევნებს უკავშირდება , სადაც ლეიბორისტულმა პარტიამ ცუდი შედეგი აჩვენა და მემარჯვენე პოლიტიკოსის ნაიჯელ ფარაჯის რეფორმების პარტია დაწინაურდა. სტარმერი ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

















