აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებს გაეცნო და მიმდინარე პროექტების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც სატრანზიტო, ისე ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით.

















