განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს
პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულის პირადი და მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი 13 128 აბი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

















