უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივნის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულებისა და მშვიდობის მიღწევის მთავარი წინაღობა ვოლოდიმირ ზელენსკია
უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივნის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულებისა და მშვიდობის მიღწევის მთავარი წინაღობა ვოლოდიმირ ზელენსკია. ტაკერ კარლსონთან ვრცელ ინტერვიუში იულია მენდელმა უკრაინის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში დაადანაშაულა. მენდელის თქმით, ზელენსკის 7-ჯერ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ომი დაესრულებინა თუმცა ყოველ ჯერზე მოატყუა მომლაპარაკებლები, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავიდოდა. ყოფილმა პრესმდივანმა ასევე ილაპარაკა ფულის გათეთრებასა და კორუფციულ სქემებზე, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის თანხმობით ხდება. იულია მენდელის თქმით, ზელენსკის ომის გაგრძელება სურს, ვინაიდან მშვიდობას პოლიტიკურ სუიციდად აღიქვამს.

















