ტრამპის ბრძოლა რადიკალებთან
ტრამპის ადმინისტრაცია დემოკრატიულ პარტიას ძალადობის ღიად წახალისებასა და მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მემარცხენე რადიკალიზმის ერთ-ერთ დამფინანსებლად პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ჯორჯ სოროსს ასახელებენ. რადიკალ მემარცხენეთა წინააღმდეგ თეთრი სახლის ლიდერი ჯარის გამოყენებასაც გეგმავს, სამართალდამცველებს კი რეაგირების თავისუფლებას აძლევს.





















