უკანონო მიგრაციის სტატისტიკა
არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრაციული კონტროლის გაძლიერება - დღეიდან ძალაში შედის ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში. სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადების დარღვევის შემთხვევაში გამკაცრებულია, ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა კი გაიზარდა. სულ ჯამში ბოლო 9 თვის მონაცემებით ქვეყანა უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 850-ზე მეტ მოქალაქეს დაატოვებინეს.





















