ახალი ამბულატორიები რეგიონებში
პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია - სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის სოფლებში თანამედროვე ამბულატორიები შენდება. სამედიცინო დაწესებულებების ნაწილის მშენებლობა დასრულებულია და თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით აშენებს.





















