საქართველო დაწინაურებულ პოზიციაზე
ქვეყნის მორიგი წარმატება - „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 8 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის 25-ე ადგილზეა. ეს არის რეიტინგი, რომელიც ზომავს ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს, აფასებს კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, კერძო საკუთრების დაცულობას, ინფლაციას, ბიუროკრატიის წნეხს, ვალუტის სტაბილურობას, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას.





















