ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის დროს, იტალიის პოლიციამ პრორუსული ჰაკერული ჯგუფების კიბერშეტევები აღკვეთა
ევროვიზიის მუსიკალური კონკურსის დროს, იტალიის პოლიციამ პრორუსული ჰაკერული ჯგუფების კიბერშეტევები აღკვეთა. ამის შესახებ ოფიციალური რომი იუწყება. გავრცელებული ცნობით, ჰაკერული შეტევები ევროვიზიის კონკურსის ნახევარფინალში და ფინალში განხორციელდა. ხმის მიცემის პროცესის დროს, პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა ქსელის ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული დაჯგუფება „ქილნეტის“ და მასთან კავშირში მყოფი „ლეგიონის“ კიბერთავდასხმის შესახებ და მისი განეიტრალება შეძლო. იტალიის პოლიციამ ასევე შეაგროვა ინფორმაცია პრორუსული ჯგუფის „ტელეგრამის“ არხებიდან, რათა თავიდან აერიდებინა სხვა კრიტიკული მოვლენები და დაადგინა თავდასხმის გეოგრაფიული მდებარეობა.
