თავდაცვის მინისტრი დიდგორის მემორიალთან „აისის“ კურსდამთავრებულებს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი დიდგორის მემორიალთან „აისის“ კურსდამთავრებულებს შეხვდა. სამხედრო საქმით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსები გაიარეს. ორთვიანი სწავლება მოიცავდა ნავიგაციას, ტოპოგრაფიის საფუძვლებს, ადგილზე ორიენტირებას, თვითგადარჩენის საშუალებებს , პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩნეას , იარაღის თეორიულ შესწავლას, შეიარაღების ნომენკლატურას, სალაშქრო აღჭურვილობის სპეციფიკასა და ზოგადად სალაშქრო საქმეს. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა და მათ მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის.
