ახალი სახლი სოცდაუცველ ოჯახს
ჭიკაიძეების მრავალ შვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს, მცხეთა მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობითა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების დახმარებით, ხის ახალი სახლი გადაეცა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ბიზნესმენებმა სახლის აშენების პირობა თებერვალში დადეს, როდესაც ოჯახს ერთობლივად სტუმრობდნენ. ამასთან, ოჯახის ერთერთი წევრი უკვე ჩაერთო პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებულ პროგრამაში, რომელიც სოციალურად დაუცველი შრომის უნარიანი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს.
