სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა ეროვნულ გვარდიას
ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა. ცერემონიალს წინ ერთ კვირიანი ტრენინგი უძღვოდა, რომელიც დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მენტორობით ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში რეზერვისტები ეროვნული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებმა გადაამზადეს.
