თბილისში ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
თბილისში ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მილოშ ვისტრჩილი შალვა პაპუაშვილს შეხვედა , ცოტა ხნის წინ კი მხარეებმა შეხვედრის დეტელაებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მილოშ ვისტრჩილი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ჩეხურ-ქართული ბიზნეს ფორუმის გახსნასაც დაესწრება.
