მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევკუაციის მეორე ეტაპი იწყება
მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევკუაციის მეორე ეტაპი იწყება. ოკუპანტების მიერ ბლოკირებული აზოვსტალის ქარხანა გუშინ 100-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ევაკუაციის პროცესში გაეროსა და წითელი ჯვრის მისიები არიან ჩართულნი. აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე რჩებიან აზოვის პოლკის მებრძოლები. მათ ევაკუაციაზე რუსული მხარე კატეგორიულ უარს ამბობს.
