ბავშვთა სარაგბო ფესტივალი
ლენტეხის მუნიციპალიტეტმა, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალი, მერიის მხარდაჭერით, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ოლიმპიური მომზადების ცენტრის სტადიონზე გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულმა 18-მა მორაგბეთა გუნდმა, ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.