ღია კარის დღეები სამხედრო ბაზებზე
თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართა. ვაზიანში, სენაკში, გორში, თელავსა და ახალციხეში მდებარე სამხედრო ბაზებს იმ საჯარო სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ, სადაც პილოტირების რეჟიმში საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ისწავლება. მეოთხე ქვეით ბრიგადაში საჯარო სკოლების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. ღონისძიებას განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი დაესწრო. მოსწავლეებმა სამხედრო ბაზის ტერიტორია დაათვალიერეს და სხვადასხვა სახის შეიარაღების სისტემებზე ინფორმაცია მიიღეს.