საქართველო 2011 წლიდან იუნესკოს გადაწყვეტილებით ჯაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
საქართველო 2011 წლიდან იუნესკოს გადაწყვეტილებით ჯაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს ღონისძიება თბილისის ბიგ ბენდის ორგანიზებით, მერიისა და ამერიკის საელჩოს, მხარდაჭერით ჩატარდა. მსმენელის წინაშე ქართველ მუსიკოსებთან ერთად, უკრაინელი მუსიკოსიც წარსდგა. ჯაზის საღამოს, საქართველოს პარლამენტის წევრები, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დაესწრო.