ზურაბ შევარდნაძის წიგნის პრეზენტაცია
გურიაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ზურაბ შევარდნაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. ზურაბ შევარდნაძის წიგნი „მობძანდი, შინ მობძანდი ნენა „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოიცა. წიგნში ხანდაზმული და ღვაწლმოსილი გურულები თავად მოგვითხრობენ გურულ დიალექტზე თავიანთი განვლილი ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ. ავტორის მთავარი მიზანია მკითხველის დაინტერესება გურიით, ადგილობრივი კულტურით, ისტორიითა და იქ მცხოვრები ადამიანების ყოფით.