ომი უკრაინაში
წინააღმდეგობის 67-ე დღე. ოკუპანტები მძიმე დანაკარგებს განიცდიან. უკრაინელებმა ხარკოვში რუსული სამეთაურო პუნქტები დაბომბეს. განადგურდა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. უკრაინულმა ძალებმა კონტროლი აღადგინეს რამდენიმე დასახლებულ რაიონზე. პრეზიდენტი ზელენსკი პირობას იძლევა, რომ მალე კიევის კონტროლს ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია დაექვემდებარება.