სტიქია დუშეთში
დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურსა და სამ ადმინისტრაციულ ერთეულში მოსული უხვი ნალექისგან მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დაბა ფასანაურში საავტომობილო გზა იწმინდება და ტრანსპორტის გადაადგილება უკვე აღდგენილია. გაწმენდით სამუშაოებს მცხეთა მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მონიტორინგს პირადად უწევს.