საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაჭრის საქმე
პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაჭრისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა . შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის გამო, ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.