დავით არახამიას შეფასებებს და კრიტიკას საქართველოს მთავრობის მიმართ არ იზიარებენ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში
დავით არახამიას შეფასებებს და კრიტიკას საქართველოს მთავრობის მიმართ არ იზიარებენ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში. რადის დეპუტატები ამბობენ, რომ ეს უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე, პირველი კანონმდებლების მიერ დაგეგმილი შეხვედრა იყო , რომელსაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ქრონიკა უკრაინაში რადის დეპუტატებს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ესაუბრა. მათი განცხადებით, უკრაინის გავლენიანი პოლიტიკოსის ცალკეული განცხადებები არ შეცვლის საქართველოს დამოკიდებულებას უკრაინისადმი და პირიქით. შეფასებები დეპუტატების მხრიდან დავით არახამიას ინტერვიუს მოჰყვა, სადაც მან საქართველოდან ბუჩაში ჩასული საპარლამენტო დელეგაცია გააკრიტიკა.