დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს. ამ წუთებში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს ქაშუეთის ტაძარში.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არკადი კასრაძის ცხედარს დროშებითა და ანთებული სანთლებით დახვდნენ.ის ქალაქ რუბეჟნოეში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში შეტაკებების დროს 16 აპრილს დაიღუპა. მებრძოლის ცხედარი საქართველოში პოლონეთის დედაქალაქის გავლით გადმოასვენეს. კიდევ ორ ქართველ მებრძოლს , ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს სამშობლოში ხვალ გამთენიისას ჩამოასვენებენ.