ხელოვანების პროტესტი რუსეთის აგრესიის მიმართ
ხელოვანების პროტესტი რუსეთის აგრესიის მიმართ გრძელდება. ამჯერად პარიზის გრევინის მუზეუმიდან პუტინის ცვილის ფიგურა გაიტანეს. მუზეუმმა სტუმრების პოზიცია გაითვალისწინა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ცვილის ქანდაკებას პერიოდულად აზიანებდნენ. 70-მდე გერმანელმა და ლიეტუველმა არტისტმა პროტესტი მასშტაბური გრაფიტით გამოხატა. „პინქ ფლოიდის“ სოლისტმა დევიდ გილმორმა კი ომის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი ტვიტერის გვერდზე გააზიარა და უკრაინელებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
