ისტორიული დღე საქართველოსთვის
ისტორიული დღე და ახალი ფურცელი ქვეყნის ისტორიაში. საქართველო ოფიციალურად აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი სურს. დოკუმენტს, რომელიც ქვეყნის ურყევ პოზიციას და მოსახლეობის არჩევანს ასახავს, ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს. გზავნილი მიღებულია, ახლა საქართველო დასავლეთის პასუხს დაუცდის, სიგნალი პოზიტიურია და გლობალური კონტექსტი ხელისუფლებას პროცესის დაჩქარების იმედს უჩენს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
