პოროშენკოს სასამართლო უკრაინაში
კიევში დაბრუნებული პეტრო პოროშენკო ამ წუთებში, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ელოდება. სასამართლო სხდომა ამჟამად შესვენებაზეა გასული, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებს, საქმის მასალების დეტალურად გასაცნობად, 2 საათი მიეცათ. პოროშენკომ, სხდომის დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ იმედი აქვს აღკვეთის ღონისძიების ფორმა დღესვე გადაწყდება. განიხილება როგორც გირაოს შეტანის შესაძლებლობა, ასევე შინაპატიმრობა. პოროშენკოს სასამართლო პროცესი, მისი ათასობით მხარდამჭერის აქციის ფონზე მიმდინარეობს. უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ.
