დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, კერძოდ, ბაგრატიონთა ხეივანში, დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და ფონდის -“ ქართული გალობის” მხარდაჭერით დაიდგა, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მიერ არის დაფუძნებული. გახსნის ცერემონიას ისრაელის ელჩი, ქართული ეკლესიისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ბიუსტი, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საქართველოს სამეფო დინასტიის- ბაგრატიონთა ხეივანში განთავსდა. შეგახსენებთ, რომ დავით წინასწარმეტყველი აღიარებულია უდიდეს წმინდანად, რომლის ფსალმუნებსაც ქრისტიანულ ღვთის მსახურებაში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.
