ეპიდვითარება საქართველოში
პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია - ამის შესახებ ცნობილი მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა. ჯანდაცვის სისტემაში კიდევ პოზიტიური სიახლე, ახალი პაციენტების შემცირებული რაოდენობის პარალელურად, საწოლების რაოდენობის გაზრდაა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღეს მედიას გააცნეს, რა მიმართულებებზე აისახა ეპიდვითარების დასტაბილურება და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას უახლოეს პერიოდში. გეგმა ჯერჯერობით არ შეცვლილა, ძალაშია 24 დეკემბერს გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის განახლება, თუმცა ბიზნესმა უნდა დაარწმუნოს მთავრობა, რომ შეძლებს რიგების მართვას ისეთ დატვირთულ პერიოდში, როგორიც წინასაახალწლო დღეებია.
