მაია ცქიტიშვილმა 2020 წლის საქიანობის ანგარიში წარადგინა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მიმდინარე წლის მთავარ მიღწევებად მაია ცქიტიშვილმა სხვადასხვა მიმართულება და პროექტი დაასახელა, მათ შორის: 70 კილომეტრიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და 580 კილომეტრიანი გზის გაკეთება, ასევე რამდენიმე ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და ისტორიული შენობების რეაბილიტაცია. მიღწევებს შორის დასახელდა დევნილი ოჯახებისათვის ბინების გადაცემა.
